საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გახანგძლივდა განცხადების მიღება "ინოვაციურ მართმსაჯულების სკოლაში" მონაწილეობის მისაღებად

თსუ იურიდიული ფაკულტეტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამასთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს „ინოვაციურ მართლმსაჯულების სკოლაში“ მონაწილეობის მისაღებად.

 

სკოლა გაიმართება კახეთში, სასტუმრო კაჭრეთი ამბასადორში 2023 წლის 13-15 ოქტომბერს, რომელსაც გაუძღვებიან სამართლის ქართველი და უცხოელი პროფესორები და მოწვეული ექსპერტები.

 

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა (გარდა პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისა) და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

 

სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური. მონაწილეს მოეთხოვება ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად 2023 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოთ:

  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (300-დან 500 სიტყვამდე);
  • სათანადო წესით დამოწმებული ნიშნების ფურცელი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.

 

მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  1. განაცხადების გადარჩევა;
  2. გასაუბრება.

 

საკონკურსო განაცხადის მიღების პერიოდი: 15/09/2023 – 29/09/2023

 

გასაუბრების პერიოდი: 26/09/2023 – 1/10/2023

 

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 29 საუკეთესო სტუდენტი „ინოვაციურ მართლმსაჯულების სკოლაში“ მონაწილეობის მისაღებად. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/7RsSiimFm5xm3KPu9

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: icl@tsu.ge

თარიღი: 27/09/2023